Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარო მაყაშვილის სტიპენდიას მიიღებს „წყლის ჭავლთან მოცეკვავე" სალომე კენჭიაშვილი 


სალომე კენჭიაშვილი
სალომე კენჭიაშვილი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, „წყლის ჭავლთან მოცეკვავე გოგო წითელი შარვლით", სალომე კენჭიაშვილი, მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიას მიიღებს.

„გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა - ტაიკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით", - დაწერა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გიორგი კეკელიძემ.

მარო მაყაშვილის სტიპენდია, თვეში 100 ლარი სალომე კენჭიაშვილს დაენიშნა 1 წლით.

სალომე კენჭიაშვილი მონაწილეობდა თბილისში გამართულ დემონსტრაციაში. მოქალაქეები აპროტესტებდნენ ე.წ. აგენტების კანონპროექტს. საპროტესტო აქციებმა შედეგი გამოიღო და პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG