Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი და სლოვაკეთი მზად არიან უკრაინას გადასცენ მიგ-29 ტიპის თვითმფრინავები


საბჭოთა წარმოების გამანადგურებელი თვითმფრინავი მიგ-29
საბჭოთა წარმოების გამანადგურებელი თვითმფრინავი მიგ-29

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა სამშაბათს განაცხადა, რომ მის მთავრობას შეუძლია უკრაინას "4-6 კვირის განმავლობაში“ გადასცეს საბჭოთა წარმოების MiG-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები.

გასულ კვირას პოლონეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საბრძოლო თვითმფრინავები გაიგზავნება მხოლოდ საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში. ცოტა ხნის წინ სლოვაკეთმაც თქვა, რომ მზად არის გადასცეს უკრაინას მსგავსი თვითმფრინავები. ვარშავამ და ბრატისლავამ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისკენ ნატოს სხვა წევრ ქვეყნებსაც მოუწოდეს.

ღია წყაროების თანახმად, პოლონეთს 29 ერთეული MiG-29 ჰქონდა. იგეგმება მათი შეცვლა სამხრეთკორეული წარმოების თვითმფრინავებით. გარდა ამისა, პოლონეთი გამოიყენებს ამერიკულ F-16-ებს, ასევე ვარშავამ აშშ-ს შეუკვეთა 32 ცალი ყველაზე თანამედროვე მრავალმიზნობრივი სამხედრო თვითმფრინავი F-35.

MiG-29 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს კარგად იცნობენ უკრაინის საჰაერო ძალების მფრინავები, რომლებიც მათ გამოყენებას მიღებისთანავე შეძლებენ.

XS
SM
MD
LG