Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში $2,5 მილიარდი გადმოირიცხა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თითქმის 2,5 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა. საქართველოში გადმორიცხული თანხების შესახებ მონაცემები ეროვნული ბანკის ვებგვერდზე დღეს, 15 მარტს, განახლდა.

"2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372,3 მლნ აშშ დოლარი (985,5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 103%-ით (188,9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე", - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გასული, 2022 წლის თებერვალში, როცა რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში რუსეთიდან 21,9 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. 2023 წლის თებერვალში კი გადმორიცხული თანხის მოცულობა 754%-ით არის გაზრდილი.

რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ (წინა წლის იმავე თვესთან შედარებით):

2023 წელი

  • თებერვალი - $187,3 მლნ, გაზრდილია 753,7%-ით;
  • იანვარი - $267,6 მლნ, გაზრდილია 1094,64%-ით;

2022 წელი

  • დეკემბერი - $317,31 მლნ, გაზრდილია 699,23%-ით;
  • ნოემბერი - $316,14 მლნ, გაზრდილია 819,11%-ით;
  • ოქტომბერი - $299,28 მლნ, გაზრდილია 725,59%-ით;
  • სექტემბერი - $137,94 მლნ, გაზრდილია 350,97%-ით;
  • აგვისტო - $110,94 მლნ, გაზრდილია 194,64%-ით;
  • ივლისი - $100,9 მლნ, გაზრდილია 150,75%-ით;
  • ივნისი - $231,44 მლნ, გაზრდილია 492,2%-ით;
  • მაისი - $313,9 მლნ, გაზრდილია 888,73%-ით;
  • აპრილი - $132,98 მლნ, გაზრდილია 298,77%-ით;
  • მარტი - $27 მლნ, კლება 16,12%-ით.

რუსეთიდან დეკემბერში გადმოგზავნილი თანხა წლების მიხედვით:

  • 2022 წლის დეკემბერი - $317,31 მლნ;
  • 2021 წლის დეკემბერი - $39,7 მლნ;
  • 2020 წლის დეკემბერი - $40,71 მლნ;
  • 2019 წლის დეკემბერი - $43,82 მლნ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პარალელურად, საქართველოში გაიზარდა რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა. საქართველოს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს დაწესებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG