Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონის როსტოვში "ეფესბეს" სასაზღვრო სამმართველოს საწყობი იწვის


ხანძარი რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო კონტროლის სამმართველოს კუთვნილ შენობაში
ხანძარი რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო კონტროლის სამმართველოს კუთვნილ შენობაში

დონის როსტოვში "ეფესბეს" (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის) სასაზღვრო სამმართველოს კუთვნილ შენობაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ორი დაშავდა, - წერს სააგენტო "ტასსი" საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით.

ტელეგრამის არხის, "112-ის" მონაცემებით, ორ დაშავებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ხანძარი გაჩნდა არა უშუალოდ სამმართველოს შენობაში, არამედ - საწყობში. ხანძარი გავრცელებულია 880 კვადრატულ მეტრზე.

ხელისუფლება ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე არ საუბრობს. თვითმხილველების თქმით კი, ცეცხლის გაჩენამდე აფეთქების ხმა გაიგონეს. იუწყებიან, რომ ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა კვლავ ისმის, რაც, შესაძლოა, საბრძოლო მასალების დეტონაციას უკავშირდებოდეს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

დონის როსტოვში, სივერსის ქუჩაზე, სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია. ტერიტორია შემოსაზღვრულია.

როსტოვის ოლქი ესაზღვრება უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG