Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგია უკრაინას 240 სამხედრო სატვირთო ავტომობილს გადასცემს


დახმარების პაკეტი მოიცავს ასევე საწყობებში არსებული სათადარიგო ნაწილების გადაცემას. საილუსტრაციო ფოტო
დახმარების პაკეტი მოიცავს ასევე საწყობებში არსებული სათადარიგო ნაწილების გადაცემას. საილუსტრაციო ფოტო

ბელგია უკრაინას „ვოლვოს“ ფირმის 240 სამხედრო სატვირთო მანქანას გადასცემს. როგორც გამოცემა De Standaart-ი წერს, საერთო ჯამში, ბელგიის არმიას შეიარაღებაში აქვს 400 სამხედრო სატვირთო მანქანა, ზოგიერთი მათგანი აღჭურვილია ამწეებით და ევაკუატორებით.

მათ ბელგიის არმია 1990-იანი წლების დასაწყისიდან იყენებს, ხოლო 2023 წელს შეიარაღებული ძალებისთვის აპირებს ახალი სამხედრო სატვირთო მანქანების შეძენას. უკრაინისათვის დახმარების პაკეტში ასევე შედის საწყობებში არსებული სათადარიგო ნაწილები.

მანქანების პირველი პარტია უკრაინაში მომავალ კვირას გაიგზავნება. ბელგიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ხშირად აქცენტი კიევისთვის იარაღით დახმარებაზე კეთდება, მაგრამ ლოგისტიკა თანაბრად მნიშვნელოვანი საკითხია. გარდა ამისა, უკრაინელ სამხედროებს არ დასჭირდებათ სწავლება ამ მანქანების ექსპლუატაციისთვის.

XS
SM
MD
LG