Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ICC-ს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერი „ისტორიული გადაწყვეტილებაა“


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 17 მარტი, 2023 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 17 მარტი, 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 მარტს სოციალურ ქსელში გაავრცელა თავისი კომენტარი, რომელიც ეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) განცხადებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ დაპატიმრების ორდერების გაცემას.

ზელენსკიმ შეაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დაწერა, რომ ეს არის „ისტორიული გადაწყვეტილება“.

მანამდე პუტინის მიმართ დაპატიმრების ორდერის გაცემას გამოეხმაურნენ უკრაინის სხვა ოფიციალური წარმომადგენლებიც. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიესალმა პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის გამოცხადებას და ტვიტერით დაწერა: მართლმსაჯულება აღესრულება იწყება: მივესალმები ICC-ის გადაწყვეტილებას“.

უკრაინის გენპროკურორმა, ანდრეი კოსტინმა თქვა, რომ „გადაწყვეტილება ისტორიულია უკრაინისთვის და საერთაშორისო სამართლისთვის“ - ხოლო ამ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი, გადაწყვეტილებას „მხოლოდ დასაწყისად“ აფასებს.

XS
SM
MD
LG