Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ჯარისკაცებმა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელი მოკლეს


ისრაელის არმიამ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელი მოკლა. არმია შემთხვევაზე იტყობინება, რომ მოხდა „დანით თავდასხმის“ მცდელობა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, მოკლეს 23 წლის იაზან ომარ ჯამილ ხასიბი, როცა ისრაელის საოკუპაციო ჯარმა მას ცეცხლი გაუხსნა ქალაქ ალ-ბირეხთან, რამალის მახლობლად.

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ „ჯარისკაცებმა საეჭვო პირი შენიშნეს და მას საბუთების წარდგენა მოსთხოვეს. ეჭვმიტანილმა დანა ამოიღო და ჯარისკაცებს მიუახლოვდა, რომლებმაც საპასუხოდ ცეცხლი გახსნეს“ და „თავდამსხმელის ნეიტრალიზება მოხდა“.

სამხედროთაგან არავინ დაშავებულა.

ისრაელს ოკუპირებული აქვს პალესტინელთა ტერიტორია - იორდანეს დასავლეთი ნაპირი 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ. დაძაბულობა ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორს განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო თვეების განმავლობაში.

XS
SM
MD
LG