ჯანდაცვის სამინისტრომ 1000-ზე მეტ წამალზე დაადგინა ფასის ზედა ზღვარი. ბოლო, 18 მარტის გადაწყვეტილებით, ამ ჯგუფს დაემატა 300-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტი.
"ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე შესაძლებელია ამ მედიკამენტების ჩამონათვალის მოძებნა.
მთავრობამ წამლის რეფერენტული ფასის განსაზღვრისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში გაგზავნის გადაწყვეტილება 2022 წლის 9 ნოემბერს მიიღო. მისი მიზანია, ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭოს უფლება, დააწესოს მედიკამენტის ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. უწყებამ ფასების დადგენა 2023 წლის 15 იანვრიდან დაიწყო.
დაწერეთ კომენტარი