Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ყირიმში ჩავიდა - პირველად სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ


გავრცელებულ ვიდეოზე პუტინი ჩანს სამოქალაქო და საერო პირებთან ერთად ხერსონის ხელოვნების სკოლის დათვალიერების დროს. 
გავრცელებულ ვიდეოზე პუტინი ჩანს სამოქალაქო და საერო პირებთან ერთად ხერსონის ხელოვნების სკოლის დათვალიერების დროს. 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომლის წინააღმდეგაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გამოსცა, შაბათს ანექსირებულ სევასტოპოლში ჩავიდა. ამის შესახებ ჯერ სოციალურ ქსელში ცნობა ქალაქის რუსმა გუბერნატორმა მიხეილ რაზვოჟაევმა გაავრცელა. ამის შემდეგ, ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზეც გამოჩნდა.

ეს არის პუტინის პირველი ვიზიტი ყირიმში გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. პუტინი ყირიმში ნახევარკუნძულის ანექსიის მეცხრე წლისთავზე ჩავიდა, ბოლოს ის იქ იყო, ოფიციალური მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში. გასულ წელს პუტინი 18 მარტს მოსკოვში იმყოფებოდა.

რაზვოჟაევმა ტელეგრამაში დაწერა, რომ პუტინის ჩამოსვლა არ იყო დაგეგმილი და რომ პრეზიდენტმა "იცის როგორ გამოიწვიოს გაკვირვებს."

გავრცელებულ ვიდეოზე პუტინი ჩანს სამოქალაქო და საერო პირებთან ერთად ხერსონის ხელოვნების სკოლის დათვალიერების დროს.

ოფიციალურად ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ანექსია 2014 წლის 18 მარტს მოსკოვში გამოაცხადა. ორი დღით ადრე ნახევარკუნძულზე ჩატარდა რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების შესახებ, რომელიც დაგმეს უკრაინამ და მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებმა. მანამდე ნახევარკუნძული უკვე იყო რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ, რომელმაც თებერვლის ბოლოს ყირიმის ძირითად ობიექტები ხელთ იგდო. რუსეთის ხელისუფლებამ თავდაპირველად უარჰყ0ფდა, ნახევარკუნძულზე რუსეთის ლეგურალური არმიის ყოფნას, მაგრამ პუტინმა მოგვიანებით აღიარა, რომ ეს იყო რუსი სამხედროები.

დასავლეთის ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყირიმის ოკუპაცია და ანექსია უკანონოდ სცნეს და რუსეთს სანქციები დაუწესეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG