Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი აცხადებს, რომ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლს ეწვია


კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ მარიუპოლს ეწვია. რუსული მედიის ცნობით, ის იქ ვერტმფრენით ჩაფრინდა და ქალაქში მანქანით გადაადგილდებოდა.

ტელეგრამის არხით გავრცდელებულ ვიდეოზე პუტინს მარიუპოლში თან ახლდა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე მარატ ხუსნულინი.

ოფიციალური ცნობით, პუტინმა დაათვალიერა სანაპირო ზოლი იახტკლუბის ტერიტორიაზე, თეატრის შენობა და ნევსკის მიკრორაიონში ის ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა.

ფოტოები ან ვიდეოები, რომელზეც ასახული იქნებოდა პუტინის გადაადგილება მარიუპოლის ქუჩებში და შეხვედრა ქალაქის მცხოვრებლებთან,- არ გამოქვეყნებულა.

წინა დღით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომლის წინააღმდეგაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გამოსცა, ანექსირებულ სევასტოპოლში ჩავიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG