Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NGO-ები ევროკომისარ ვარჰეის სთხოვენ, კანდიდატის სტატუსზე შუალედური შეფასება საჯარო იყოს


ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი
ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი

საქართველოში მოქმედი 16 არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეის და სთხოვს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საქართველოს შესახებ შუალედური შეფასება საჯარო იყოს. ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ჩართულია რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში და ამიტომ შუალედური შეფასების საჯაროობა მათთვის მნიშვნელოვანია.

"ევროკომისიის შუალედური შეფასების საჯაროობა უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას, შესაძლებელს გახდის მასში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პრიორიტეტების შესრულებაზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას", - წერია მიმართვაში.

2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანას 12 რეკომენდაცია აქვს შესასრულებელი.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ:

  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • კავშირი საფარი;
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC);
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • თბილისი პრაიდი;
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  • მწვანე ალტერნატივა;
  • აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD);
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS);
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
  • სამართლიანი არჩევნები (ISFED).
XS
SM
MD
LG