Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპანტები კვლავ რჩებიან ნოვა-კახოვკაში - უკრაინის გენშტაბმა თავისივე ცნობა უარყო


ოკუპანტები კვლავ რჩებიან ნოვა-კახოვკაში, განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც თავადვე გაავრცელა ცნობა ხერსონის ოლქის ამ დასახლებული პუნქტიდან ყველა რუსული ქვედანაყოფის გასვლის შესახებ.

"ოკუპანტები დროებით ჯერ კიდევ იმყოფებიან ნოვა-კახოვკაში. ინფორმაცია ამ დასახლებული პუნქტიდან მტრის სავარაუდო გასვლის შესახებ არსებული მონაცემების არასწორი გამოყენების შედეგად გავრცელდა, - ნათქვამია უკრაინის არმიის გენშტაბის მიერ მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში.

გასული წლის ნოემბერში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დატოვეს ქალაქი ხერსონი და ოლქის ის ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს და მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ.

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე ამჟამად ახორციელებს თავდაცვით მოქმედებებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG