Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიაში მიენიჭა მემარჯვენეთა დემოკრატიის პრიზი


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 2018 წ. 7 მარტი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 2018 წ. 7 მარტი.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მიენიჭა ნორვეგიელ კონსერვატორთა პრიზი, რომელიც სურ ლინდებრეკეს სახელს ატარებს.

საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ამჟამად მძიმე მდგომარეობაა პრორუსული და პროევროპული ძალების დაპირისპირების გამო. აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

მიხეილ სააკაშვილს პრემია მიენიჭა ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის. პრიზის გადაცემის ცერემონიას დაესწრო საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და ვაჟი ნიკოლოზ სააკაშვილი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სიტყვა წაუკითხა დარბაზში შეკრებილებს.

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე მის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით გამოეხმაურა მისთვის სურ ლინდებრეკეს პრიზის გადაცემას:

"ჩემთვის დიდი პატივია ადამიანის უფლებების და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის ქვეყნისგან ჯილდოს მიღება, ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში.
ამ პრემიამ ნორვეგიისგან უნდა დააფიქროს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც წლების განმავლობაში წამოეგო ჩემი გაშავების კამპანიას. უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვისაც ჩემი სრულიად უსამართლო და სამარცხვინო პატიმრობა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხად კი არა, რაღაც პოლიტიკურ გარჩევად მიაჩნია. ის, რომ ჩემს პატიმრობაზე ამხელა ნეგატიური რეაქციაა მთელ ცივილიზებულ სამყაროში და პოზიტიური მხოლოდ კრემლში და ოცნებაში, თითოეული ქართველის განსჯის საგანი უნდა იყოს."

XS
SM
MD
LG