Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ოპოზიცია ერდოანის არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს


რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთში სამმა ოპოზიციურმა პარტიამ მოითხოვა, რომ მოიხსნას ამჟამინდელი სახელმწიფოს მეთაურის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის კანდიდატურა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებიდან, რომელშიც ოპოზიცია მხარს ერდოანის მთავარ ოპონენტს, ქემალ კილიჩდაროღლუს უჭერს.

საარჩევნო კომისიისადმი მიმართვის ავტორების აზრით, მოქმედი პრეზიდენტის კანდიდატურის წამოყენება ეწინააღმდეგება თურქეთის კონსტიტუციას, ვინაიდან ერდოანი ზედიზედ მეორე ვადით იმყოფება ამ პოსტზე. ანკარა აცხადებს, რომ 2017 წლის კონსტიტუციური რეფერენდუმის შედეგად ერდოანის საპრეზიდენტო ვადები განულდა.


თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. მისი გადადება არ მოხდა ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი მძლავრი მიწისძვრის მიუხედავად, რომელსაც 50 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

ერდოღანი და კილიჩდაროღლუ წინასაარჩევნო რბოლის ფავორიტები არიან. მიწისძვრის თემა ჭარბობს კონკურენტთა კამპანიებში. პრეზიდენტ ერდოანის მიმართ ოპოზიციის მთავარი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლება ცუდად აღმოჩნდა მომზადებული დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული პრობლემების დაძლევისა და დაზარალებულთათვის დახმარების გაწევისთვის.


ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ოპოზიციონერ კანდიდატს უფრო მეტი ხმის მიღება შეუძლია, ვიდრე მოქმედ პრეზიდენტს. ამავე დროს, ზოგიერთი სოციოლოგი აღიარებს, რომ საბოლოოდ ხმების პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება ერთმანეთის მსგავსი იყოს.

XS
SM
MD
LG