Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპს სასუნთქი გზების ინფექცია აქვს და საავადმყოფოში მოათავსეს


რომის პაპი ფრანცისკე. 2023 წლის 22 მარტი
რომის პაპი ფრანცისკე. 2023 წლის 22 მარტი

რომის პაპ ფრანცისკეს რესპირატორული ინფექცია აქვს და საავადმყოფოში მოათავსეს რამდენიმე დღით, ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.

29 მარტს ვატიკანმა გაავრცელა განცხადება, რომ 86 წლის პაპი ბოლო დღეებში სუნთქვის გაძნელებას უჩიოდა. განცხადებით, ფრანცისკეს ჩაუტარეს COVID-19-ის ტესტი და ის უარყოფითი იყო.

XS
SM
MD
LG