Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევ-პეჩორის ლავრის არქიმანდრიტი უკრაინის ავტოკეფალიურ ეკლესიაში გადავიდა


კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელი, არქიმანდრიტი აბრაამი (ლოტიში) 29 მარტი, 2023 წელი
კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელი, არქიმანდრიტი აბრაამი (ლოტიში) 29 მარტი, 2023 წელი

უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) მამამთავარმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ არქიმანდრიტი აბრაამი (ლოტიში) დანიშნა კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად.

დანიშვნა მოხდა 29 მარტს, ერთი დღით ადრე, სანამ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინული (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტერს უნდა დაეტოვებინა ლავრა.

აბრაამი მონასტრის ძმობის წევრია. 29 მარტს მან მიმართა ეპიფანეს განცხადებით, რომ გადადის უკრაინის ავტოკეფალიურ ეკლესიაში, რის შემდეგაც ის დაინიშნა ლავრის ტერიტორიაზე უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრის წინამძღვრად, მონასტრისა, რომელიც ჯერ მხოლოდ იურიდიულად არსებობს.

აბრაამმა უკრაინული (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში დარჩენილ ბერებს მიმართა, მისდიონ მის მაგალითს. ეპიფანემ უკრაინის მთავრობას სთხოვა, გამოყონ ლავრის ტერიტორიაზე სათავსო წირვა-ლოცვის ჩასატარებლად და ახლა ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი მონასტრის საძმოს საცხოვრებლად. ადრე მან მიმართა უკრაინული (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელი ეკლესიის ბერებს გადავიდნენ უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებელი ეკლესიაში და ასე, მისი სიტყვებით, მათ შეეძლებოდათ დარჩენილიყვნენ ლავრაში.

29 მარტის საღამოს ცნობილი გახდა ასევე, რომ უკრაინული (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა, ონოფრემ არქიმანდრიტ აბრაამს აუკრძალა წირვა-ლოცვა უკრაინის ავტოკეფალიურ ეკლესიაში გადასვლის გამო, რომელსაც უკრაინული (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელი ეკლესია არაკანონიკურად მიიჩნევს და მას გამოყოფაში ადანაშაულებს.

თავის მხრივ, უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის მომხრეები უკრაინულ (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელ ეკლესიას აბრალებენ მოსკოვთან კავშირებს და მიანიშნებენ იმაზე, რომ მან კი გამოაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფის შესახებ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, მაგრამ ეს არ გაფორმებულა იურიდიულად, მას არ მიუღია ავტოკეფალია და არც მოუთხოვია ის.

უკრაინის ხელისუფლება უკრაინულ (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელ ეკლესიას კვლავაც მიიჩნევს მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ უწყებად.

29 მარტს კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე მდებარე ჯვრის ამაღლების ეკლესიაში უკრაინულმა (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჩაატარა თავისი ბოლო ღვთისმსახურება, რომელზეც ასეულობით მლოცველი მივიდა. უკრაინის მთავრობამ ადრე უკრაინულ (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელ ეკლესია დაავალდებულა დატოვოს კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორია და შენობა 29 მარტამდე მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნაკრძალმა, "კიევ- პეჩორის ლავრამ“ უარი თქვა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიისთვის გაეფორმებინა არენდის ხელშეკრულება.

ამ ეკლესიის მესვეურები აცხადებენ, რომ მათ სასამართლოში იჩივლეს და გადაწყვეტილების მიღებამდე არ დატოვებენ ლავრას. უკრაინის სახელმწიფო უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა 29 მარტს განაცხადა, რომ ძალით უკრაინულ (ადრე მოსკოვის საპატრიარქოს) მართლმადიდებელ ეკლესიის ბერებს ლავრიდან არ გაასახლებენ, მაგრამ მისი თქმით, ისინი "წყნარად“ დატოვებენ ტერიტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG