Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით იკრძალება - მსუბუქი ავტოტრანსპორტი საჩხერის გზით იმოძრავებს


ფოტო არქივიდან: რიკოთის უღელტეხილი.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან ზესტაფონამდე (საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (149-ე კმ) მონაკვეთზე).

როგორც დეპარტამენტი აცხადებს, მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის - გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით.

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG