Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის ვიწვალეთ, ახია ჩვენზე - მდინარაძე ზურაბიშვილზე


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, "ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, "ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში დაგეგმილ გამოსვლის მოლოდინებზე არ საუბრობს, პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიას იხსენებს და ამბობს, "ახია ჩვენზე, რაც ჩვენ ვიწვალეთ". ამის შესახებ მან დღეს, 30 მარტს ჟურნალისტებთან ისაუბრა, რომლებმაც დეპუტატს ჰკითხეს, რა მოლოდინი აქვს, ისევ ისაუბრებს თუ არა იგი "ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობაზე"?

"არ ვიცი, მოლოდინზე როგორ ვთქვა? ქალბატონი სალომეს ნაცვლად, როგორ ვილაპარაკო წინასწარ? ხშირად არის არაობიექტური შეფასებები, ხანდახან, ადამიანს გიჩნდება განცდა, რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის ჩვენს მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, რომ იტყვიან, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა საბოლოო ჯამში ქალბატონი სალომე", - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ხვალ, 31 მარტს პარლამენტის პლენარულ რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ.

სალომე ზურაბიშვილმა 24 მარტს „TV პირველთან" ინტერვიუში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, თუმცა, პრეზიდენტის აზრით, ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი.

შეკითხვას - ტერმინი ოლიგარქი თქვენთვის არ არის მისაღები ივანიშვილთან მიმართებით? სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „რატომაც არა. ოლიგარქობა რას ნიშნავს, რას არ ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ ვენეციის კომისიის პასუხი ამ დე ოლიგარქის კანონზე არ არის რაღაც რომ ინდივიდუალურად, რომელია. ახლა ხელისუფლება ამბობს, რომ ისინი არიან, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის. ვენეციის კომისიის მიდგომა ამ საკითხზე არის, რომ თქვენ უნდა მიუდგეთ ამ საკითხს სისტემურად. უნდა მიიღოთ ისეთი კანონმდებლობა რომელიც იქნება პრევენციული, რომ არავინ შეძლოს რომ მიიღოს მეტი გავლენა".

წამყვანმა შეკითხვა დააზუსტა - ივანიშვილი ოლიგარქია? პრეზიდენტმა უპასუხა: „არის ალბათ, კი. ოლიგარქი იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე გავლენა და პოლიტიკაზე გავლენა, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი ვიდრე ოლიგარქიზმი. სისტემის არგამჭვირვალეობა. ამის თქმა მინდა, რომ საჭირო არის, რომ ჩვენ გავიგოთ და ვიცოდეთ სად წყდება მთავარი გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების შეცვლა ან მათზე გავლენის მოხდენა და ა.შ."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG