Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვს მისი რეჟიმისადმი წინააღმდეგობის გაწევისა და პუტინის ნდობის დაკარგვის ეშინია- ISW


ვლადიმირ პუტინისა და რამზან კადიროვის ბოლო შეხვედრა კრემლში
ვლადიმირ პუტინისა და რამზან კადიროვის ბოლო შეხვედრა კრემლში

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი შეშფოთებულია რესპუბლიკაში შიდა წინააღმდეგობის შესაძლო გაძლიერებით, რაც ძირის გამოთხრით ემუქრება მის ავტორიტარულ მმართველობას, - იტყობინება ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW). ექსპერტების აზრით, ამას მოწმობს კადიროვის უშუალო და საჩვენებელი მონაწილეობა გუდერმესში მომხდარ თავდასხმაში, რომლის დროსაც უსაფრთხოების ძალებმა ორი თავდამსხმელი მოკლეს.

ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესში საოლქო პოლიციის დეპარტამენტს უცნობმა პირებმა წუხელ ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმა 28 მარტს გვიან საღამოს მოხდა. პირველი შეტყობინება სროლის შესახებ ოპოზიციურმა ტელეგრამის არხმა, NIYSO-მ გამოაქვეყნა. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავდასხმის ადგილზე სამხედრო ტექნიკა და სპეცრაზმი გადაისროლა.

29 მარტს რამზან კადიროვი თავის 15 წლის ვაჟ ადამთან და ქვეშევრდომებთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახოცილთა ცხედრები მის ფეხებთან დაყარეს. ISW-ის თანახმად, ამ ჟესტით ჩეჩნეთის ხელმძღვანელს სურდ "გაეუმჯობესოს ძლიერი კაცის იმიჯი" და უჩვცენოს, რომ მისი რეჟიმისადმი ნებისმიერი ფორმით წინაღმდეგობა განადგურდება.ანალიტიკოსები ამას უკავშირებენ კადიროვის შიშს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კეთილგანწყობის დაკარგვის შესახებ, რომელსაც იგი ბოლოს კრემლში მარტის შუა რიცხვებში შეხვდა.

პუტინისა და კადიროვის შეხვედრის შემდეგ, ISW მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელს ეშინია რუსეთის პრეზიდენტის კეთილგანწყობის დაკარგვის უკრაინის ომში ჩეჩნური დანაყოფების საბრძოლო წარმატებების არარსებობის გამო.

XS
SM
MD
LG