Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის პარლამენტისადმი ზელენსკის მიმართვის დროს დარბაზი ულტრამემარჯვენე დეპუტატებმა დატოვეს


უკრაინის პრეზიდენტის ვიდეომიმართვის დროს ავსტრიის პარლამენტი ულტრამემარჯვენე დეპუტატებმა დატოვეს
უკრაინის პრეზიდენტის ვიდეომიმართვის დროს ავსტრიის პარლამენტი ულტრამემარჯვენე დეპუტატებმა დატოვეს

ულტრამემარჯვენე ავსტრიელმა დეპუტატებმა 30 მარტს პარლამენტის ქვედა პალატის დარბაზი პროტესტის ნიშნად იმ დროს დატოვეს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურ მიმართვას აკეთებდა. მათ ასეთი გამოსვლა ავსტრიის ნეიტრალიტეტის სტატუსის დარღვევად მიიჩნიეს.


ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ORF-ის ცნობით, ოპოზიციური საპარლამენტო პარტია "თავისუფლების " წევრებმა ადგილები მაშინ დატოვეს, როდესაც ზელენსკიმ ვიდეომიმართვა დაიწყო. მათ მერხებზე პატარა ბარათები დატოვეს პარტიის ლოგოთი და მესიჯით "სივრცე მშვიდობისთვის". ტვიტერით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პარტიამ განაცხადა: "დიახ, ნეიტრალიტეტი, არა - ომის წაქეზებას“.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, თავის გამოსვლაში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ავსტრიას ჰუმანიტარული დახმარებისა და ისეთი პროექტების მხრივ დახმარებისათვის, როგორიცაა განაღმვითი სამუშაოები. „მნიშვნელოვანია, რომ ბოროტების მიმართ მორალურად არ ვიყოთ ნეიტრალურნი,"-დასძინა ზელენსკიმ.

ავსტრია არ არის ნატოს წევრი და არ აწვდის იარაღს უკრაინას. თუმცა, მან უკრაინას გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება და ასევე ჩაფხუტები და დამცავი ჟილეტები გადასცა სამოქალაქო მოსახლეობის საჭიროებისთვის. გასულ კვირაში, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეგამერმა ხაზი გაუსვა თავისი ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს, მაგრამ დასძინა, რომ მას ესმის დახმარების აუცილებლობისა „იქ, სადაც უსამართლობა და ომის დანაშაული ხდება."

  • მანამდე ავსტრიის „თავისუფლების“ პარტიას მჭიდრო კავშირები ჰქონდა რუსეთთან. 2016 წელს მან ხელი მოაწერა თანამშრომლობის შეთანხმებას რუსეთის მმართველ პარტია "ერთიანი რუსეთთან". 2018 წელს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტუმრად იყო მიწვეული ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და „თავისუფლების“ პარტიის წევრის, კარინ კნაისლის ქორწილში.
  • 2021 წელს, კარინ კნაისლი აირჩიეს რუსეთის სახელმწიფო კომპანიის, „როსნეფტ“-ის დირექტორთა საბჭოს წევრად. კნაისლმა საბჭო 2022 წლის მაისში დატოვა. ცოტა ხნით ადრე, „როსნეფტი“ ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG