Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: მოგერიებულია 80-ზე მეტი შეტევა, მათგან 22 ბახმუტში

საილუსტრაციი ფოტო, უკრაინელი სამხედროები ქალაქ ბახმუტთან. 2023 წლის 18 მარტი
საილუსტრაციი ფოტო, უკრაინელი სამხედროები ქალაქ ბახმუტთან. 2023 წლის 18 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ჯარების 80-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით. გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება ბახმუტი, ბელოგოროვკა, ავდეევკა და მარინკა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადების მიხედვით, ყველაზე რთული ვითარება კვლავ ბახმუტშია. რუსეთის ძალები ქალაქზე შტურმს განაგრძობენ. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში ბახმუტში მოგერიებულია 22 შეტევა.

რუსული წყაროების მტკიცებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ წინ წაიწია ბახმუტის ცენტრში, ქალაქის მერიისა და ბაზრის რაიონში.

რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" რვა თვეა ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.

XS
SM
MD
LG