Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია სულაქველიძე - "აშენდეს ახალი კლინიკა, თუმცა არ მოხდეს ეს ძველი "რესპუბლიკურის" ხარჯზე"


"რესპუბლიკური საავადმყოფოს" ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი მაია სულაქველიძე საქართველოს მთავრობის მიერ კლინიკის შენობის დანგრევაზე გამოცხადებული გადაწყვეტილების მიმართ დაწესებულების გუნდის პროტესტზე ლაპარაკობს: "მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს იყო აბსოლუტურად სპონტანური გადაწყვეტილება, რომელსაც მოჰყვა ეს ვნებათაღელვა "რესპუბლიკურში". თუმცა, რაღაც წინაპირობა იმისა, რომ ამისკენ მიდის, იყო - მინიშნებები გენერალური დირექტორისგან, რომ ახალი "რესპუბლიკურის" სტრატეგია და მიზანი მაღალია და რომ ტაქტიკური სვლებია გასათვლელი". მაია სულაქველიძე აგრეთვე ამბობს: "გაუგებარია, რატომ უნდა დაინგრეს ეს შენობა. ამ შენობის დანგრევა არ იქნება მარტივი ამბავი. ბევრს ჰქონდა მცდელობა ამ შენობის დანგრევის. უბრალოდ, ფიზიკურად შეუძლებელია ამის გაკეთება. სამი სართული ჩაბეტონებული ნაგებობები მიწისქვეშაა განლაგებული". ამასთან ექიმი აღნიშნავს, რომ პროგრესის წინააღმდეგი "რესპუბლიკურის" კოლექტივი არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება. 31 მარტს ჯანდაცვის მინისტრის ორი მოადგილე, დღეების განმავლობაში თავიანთი გზავნილების მედიით კომუნიკაციის შემდეგ, თანამშრომლების უმრავლესობისთვის მოულოდნელად, მივიდა "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" კოლექტივთან შესახვედრად.

XS
SM
MD
LG