Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასტუმრო „ამბასადორში“ ცეცხლის გაჩენის ფაქტზე 28 წლის კაცი დააკავეს


სასტუმრო "ამბასადორი"
სასტუმრო "ამბასადორი"

სასტუმრო „ამბასადორში“ ცეცხლის გაჩენის ფაქტზე სამართალდამცავებმა 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

ხანძარი სასტუმრო „ამბასადორში“ 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე გაჩნდა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG