Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია: ირღვევა ლაზარეს უდანაშაულობის პრეზუმფცია


ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერი 7-9 მარტის აქციების მონაწილეების დემონიზებას ცდილობენ და ამ განზრახვის რეალიზებას ლაზარე გრიგორიადისის საქმით აპირებენ. ლაზარე გრიგორიადისი ბრალდებულია აქციების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში.

ნინო ლომჯარია „ფეისბუკზე“ წერს, რომ საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ ლაზარემ ისროლა ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილი”. ამასთან, ირღვევა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან ქართული ოცნების ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ის უკვე შერაცხა მოძალადე ახალგაზრდად, გამოიყენა ბრალდებულის მიმართ სიძულვილის ენა.“

XS
SM
MD
LG