ფინეთი 4 აპრილს ნატოს წევრი ქვეყანა გახდება, რაც მას უფრო უსაფრთხო სახელმწიფოდ გადააქცევს, ალიანსს კი მეტად გააძლიერებს, თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 3 აპრილს.
"ნატოს შტაბ-ბინაზე პირველად აღვმართავთ ფინეთის დროშას. ეს იქნება კარგი დღე ფინეთის უსაფრთხოებისთვის, ჩრდილოეთის უსაფრთხოებისთვის და მთლიანად ნატოსთვის", - უთხრა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ბრიუსელში. "ამის შედეგად ფინეთი უფრო უსაფრთხო იქნება", - დასძინა მან.