Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ესტონეთის მოქალაქე დაადანაშაულა რუსეთისადმი სანქციების გვერდის ავლით დახმარებაში


ბრალდებული ესტონეთში 28 მარტს დააკავეს
ბრალდებული ესტონეთში 28 მარტს დააკავეს

ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურამ ესტონეთის მოქალაქე ანდრეი შევლიაკოვი სანქციების გვერდის ავლით რუსეთისთვის ამერიკული ელექტრონიკის შეძენაში დაადანაშაულა. უწყების პრესცენტრის ცნობით, ბრალდებულს შესაძლოა, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეს.

აშშ-ის პროკურატურის ინფორმაციით, 45 წლის შევლიაკოვი "ექსპორტის კონტროლის სტანდარტების დარღვევით", ამერიკული ყალბი კომპანიების საშუალებით მწარმოებლებისგან შეძენილ ელექტრონიკას 10 წლის განმავლობაში გზავნიდა რუსეთში.

„ჩვენი დეპარტამენტი არ შეასუსტებს ძალისხმევას, შეაჩეროს ის, ვინც უკანონოდ ყიდულობს ამერიკულ ტექნოლოგიებს, სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთის ან სხვა ქვეყნების წარმომადგენელი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის", - აცხადებენ აშშ-ის პროკურატურაში.

ბრალდებული ესტონეთში 28 მარტს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ესტონეთის ხელისუფლებამ ამოიღო შევლიაკოვისთვის განკუთვნილი ყველა ამანათი, რომელთაგან ერთ-ერთში 130 კგ წონის რადიო-ელექტრო მოწყობილობები აღმოჩნდა.

XS
SM
MD
LG