ლიეტუვის პარლამენტმა 6 აპრილს ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც უკრაინას იწვევს ნატოში გასაწევრიანებლად ალიანსის ივლისის სამიტზე.
პარლამენტის 141 დეპუტატიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 129-მ მიიღო და ყველამ დაუჭირა მხარი რეზოლუციას.
"ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა ხელს შეუწყობს ჩვენს უსაფრთხოებას და ნატოს გააძლიერებს", - განაცხადა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზიგიმანტას პავილიონისმა.
ლიეტუვა 11 ივლისს უმასპინძლებს ნატოს ორდღიან სამიტს.
უკრაინამ სექტემბერში მიმართა თავდაცვის ალიანსს დაჩქარებული გაწევრიანების თხოვნით.