Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონს იმედი აქვს, რომ ჩინეთის მეთაური რუსეთს გონზე მოიყვანს


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ჩინეთის მეთაური სი ძინპინი და ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი პეკინში. 6 აპრილი, 2023 წელი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ჩინეთის მეთაური სი ძინპინი და ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი პეკინში. 6 აპრილი, 2023 წელი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩინეთის მეთაურს, სი ძინპინს, 6 აპრილს განუცხადა, რომ იცის, რომ შეუძლია ჰქონდეს ჩინეთის იმედი, რომ ის რუსეთს გონზე მოიყვანს და ყველას დააბრუნებს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

მაკრონმა ეს განცხადება პეკინში სახელმწიფო ვიზიტის დროს სი ძინპინთან შეხვედრისას გააკეთა.

"რუსეთის აგრესიამ უკრაინაში დარტყმა მიაყენა (საერთაშორისო) სტაბილურობას, - უთხრა მაკრონმა სი ძინპინს, - ვიცი, რომ შემიძლია, თქვენი იმედი ვიქონიო, რომ რუსეთს გონს მოიყვანთ და ყველას დააბრუნებთ უკან მოლაპარაკებების მაგიდასთან."

მაკრონი, რომელიც მოგზაურობდა ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, მიიჩნევს, რომ დასავლეთმა ჩინეთი უნდა ჩართოს, რათა მისი დახმარებით დასრულდეს კრიზისი და დასრულდეს „სპირალური“ დაძაბულობა, რომელსაც შეუძლია გახლიჩოს მსოფლიოს ქვეყნები მტრულ ბანაკებად.

სიმ მაკრონის საპასუხოდ განაცხადა, რომ ჩინეთი „სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრეა და ესწრაფვის პოლიტიკურ მოგვარებას." მან გამოთქვა იმედი, რომ კიევი და მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას შეძლებენ, რაც შეიძლება მალე.

ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ სუ მზად არის ზელენსკისთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ ჩინეთის მეთაურს თავის განცხადებებში არ უხსენებია ზელენსკისთან შესაძლო საუბარი.

XS
SM
MD
LG