Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან ენმ-ის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია რუსთაველის გამზირზე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია რუსთაველის გამზირზე

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. აქციის სლოგანია "ერთად ევროპაში".

"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით უერთდებიან. აქციას ესწრებიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და მხარდამჭერები საქართველოს რეგიონებიდან.

აქციის მთავარი მოთხოვნებია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და 7-9 მარტის აქციებზე "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისა და პოლიციელის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება.

რუსთაველის გამზირზე უკვე გადაკეტილია საავტომობილო გზა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

XS
SM
MD
LG