Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი: აშშ-ის გაჟონილი დოკუმენტები შესაძლოა დეზინფორმაცია იყოს


პენტაგონი
პენტაგონი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარია ახლახან გაჟონილი აშშ-ის სადაზვერვო მასალების თაობაზე. სამინისტროს თანახმად, დოკუმენტები შესაძლოა დეზინფორმაციას შეიცავდეს.

„აშშ-ის სავარაუდო საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა, რომელიც ფართოდ შუქდება, უზუსტობის მაღალი დონით ხასიათდება. მკითხველები ფრთხილად უნდა იყვნენ იმაში, ენდონ თუ არა მტკიცებულებებს, რაც პოტენციურად შეიძლება იყოს დეზინფორმაციის გავრცელება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სავარაუდო საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების ათობით გვერდის ფოტოები 28 თებერვალსა და 2 მარტს გამოქვეყნდა პლატფორმა Discord-ზე, მაგრამ მათი ნაწილი მხოლოდ აპრილის დამდეგს გავრცელდა ინტერნეტში.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პრესასთან ანონიმურობის დაცვით საუბრისას აღიარეს, რომ დოკუმენტების ნაწილი მაინც ნამდვილია.

პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს გაჟონილი დოკუმენტების ნამდვილობას, რათა შეაფასოს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე. გამოძიებას აწარმოებს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

XS
SM
MD
LG