Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსტინი: აშშ ყველაფერს გააკეთებს ინფორმაციის გაჟონვის წყაროს დასადგენად


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი

ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულად უდგება საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას და ყველაფერს გააკეთებს წყაროს დასადგენად. ამის შესახებ 11 აპრილს განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა. მისი თქმით, სანამ გამოძიება მიმდინარეობს, ამ საკითხზე ბევრს ვერაფერს იტყვის. ოსტინის ინფორმაციით, აქტიურად თანამშრომლობენ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან.

გასულ კვირაში, ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტში გაჟონა, სავარაუდოდ, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების ფოტოასლებმა, რომლებიც ეხება უკრაინას და მის მომავალ კონტრშეტევას და სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგე ჩინეთსა და ირანს, არამედ მოკავშირე სამხრეთ კორეას და ისრაელსაც. არაერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით, სხვადასხვა მედიასაშუალებას დაუდასტურა, რომ გავრცელებული დოკუმენტების ნაწილი მაინც ნამდვილია. ინფორმაციის გაჟონვას შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო იძიებს.

საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ესაუბრნენ უკრაინის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ოლექსი რეზნიკოვს და დმიტრო კულებას და მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურეს.

XS
SM
MD
LG