Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ ზეწოლას განახორციელებს პირებზე, რომლებიც ქალებს ჰიჯაბის მოხსნისკენ მოუწოდებენ

ირანელი მოსწავლეები აპროტესტებენ ჰიჯაბის ტარების ვალდებულებას, 2023 წლის 10 აპრილი
ირანელი მოსწავლეები აპროტესტებენ ჰიჯაბის ტარების ვალდებულებას, 2023 წლის 10 აპრილი

პირები, რომლებიც ქალებს ჰიჯაბის მოხსნისკენ მოუწოდებენ, სასამართლოში გასამართლდებიან და არ ექნებათ განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობა, - ირანის გენერალური პროკურორის მოადგილის ეს სიტყვები 15 აპრილს ვრცელდება.

მისი განცხადებების ფონია სულ უფრო მეტი ქალის მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობა ირანში მოქმედი ჩაცმის სავალდებულო წესების მიმართ - ქალები ჰიჯაბის გარეშე ჩნდებიან სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებში, მაღაზიებში, ქუჩებსა და სხვა საჯარო ადგილებში.

XS
SM
MD
LG