Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის მიუხედავად, მაკრონმა ხელი მოაწერა საპენსიო რეფორმის კანონს

ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი
ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 15 აპრილს ხელი მოაწერა კამათის საგნად ქცეულ საპენსიო რეფორმის კანონს, მიუხედავად სამი თვის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და პროფკავშირების წარმომადგენელთა თხოვნისა, ეს კანონმდებლობა არ დანერგილიყო.

შესწორებები კანონად გადაიქცა ტექსტის საფრანგეთის ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნების შემდეგ. მანამდე კანონმდებლობის არსს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო საბჭომ - ის მიემხრო, მათ შორის, საპენსიო ასაკის გაზრდას 62-დან 64 წლამდე.

XS
SM
MD
LG