Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი ჩავიდა ბრაზილიაში, რომლის პრეზიდენტიც ითხოვს მუშაობას უკრაინის მიერ უარყოფილ სამშვიდობო წინადადებებზე


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა ბრაზილიაში, სადაც მოლაპარაკებას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაურო ვიეირასთან.

17 აპრილს ბრაზილიაში ლავროვის ვიზიტის ფონია ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა დიპლომატიური მიდგომის მიმართ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად - მიდგომის, რომელსაც უკრაინა და დასავლეთი ეწინააღმდეგებიან.

ლულამ, რომელიც გამოვიდა მოწოდებით, ქვეყნების ჯგუფმა, მათ შორის ბრაზილიამ და ჩინეთმა, შუამავლის როლი იკისრონ მშვიდობის დასამყარებლად, გასულ შაბათ-კვირას განაცხადა, რომ აშშ-მა უნდა შეწყვიტოს კონფლიქტის "სტიმულირება" და მშვიდობაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს.

კიდევ უფრო ადრე, აპრილში, ლულამ გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინამ შესაძლოა ყირიმი დათმოს ომის ბოლოს. უკრაინამ ეს წინადადება უარყო.

XS
SM
MD
LG