Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დრონებით შეუტია ოდესის ოლქს


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედროების მიერ ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედროების მიერ ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში უკრაინის ოდესის ოლქზე. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, წუხანდელი შეტევისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს ირანული წარმოების 12 დრონი (Shahed-136/131). სარდლობის ცნობით, ოდესის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის სამხედროებმა 10 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის მონაცემებით, დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

18 აპრილს, საღამოს და ღამით, რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქებსაც. უკრაინის ხელისუფლების და სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეში ჩამოაგდეს 7, ხოლო დნეპროპეტროვსკში - 1 დრონი.

XS
SM
MD
LG