Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 მარტის აქციაზე დაკავებული "ტაბულის" ჟურნალისტი 2200 ლარით დააჯარიმეს


"ტაბულის" ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი
"ტაბულის" ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ონლაინგამოცემა "ტაბულის" ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი 2200 ლარით დააჯარიმა. მოსამართლე განიხილავდა ე.წ. აგენტების კანონის საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტის დაკავების საკითხს.

გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე დღეს, 19 აპრილს, გამოცხადდა.

ბექა ჯიქურაშვილი 2 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. ამავე დღეს დააკავეს "პუბლიკის" დირექტორი ზურა ვარდიაშვილიც. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ვარდიაშვილიც 2200 ლარით დააჯარიმა.

არც "პუბლიკის" და არც "ტაბულის" წარმომადგენლებს დაკავებისას პოლიციელებმა სამართალდარღვევათა ოქმში არ ჩაუწერეს, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სასამართლო სხდომებზე მოსამართლეს არწმუნებდნენ, რომ მათი პროფესიის დადგენა შეუძლებელი იყო, რადგან "მიკროფონი და კამერა არ ეჭირათ".

  • პარლამენტმა ე.წ. აგენტების კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.
XS
SM
MD
LG