რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 19 აპრილს აცხადებს, რომ უკრაინა და გაერო უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გამომტანი ხომალდების შემოწმებისას და ახალი გემების რეგისტრირებისას სირთულეებს ქმნიან - ამ განცხადებას ავრცელებს სააგენტო "რია ნოვოსტი".
უკრაინამ მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმება დახურვის საფრთხის ქვეშაა, თუმცა მოსკოვმა 18 აპრილს თქვა, რომ მოკლე პაუზის შემდეგ, შეთანხმების პირობებით ხომალდების შემოწმება განახლდა.