Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში პატივი მიაგეს ორი თვის წინ მომხდარი მიწისძვრების მსხვერპლთა ხსოვნას


ქალაქი კარამანმარასი მიწისძვრის შემდეგ. 2023 წ. თებერვალი.
ქალაქი კარამანმარასი მიწისძვრის შემდეგ. 2023 წ. თებერვალი.

23 აპრილს, მუსლიმების წმინდა თვე რამადანის დასრულებასთან დაკავშირებით, თურქეთში პატივი მიაგეს ორი თვის წინ მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრების მსხვერპლთა ხსოვნას.

მიწისძვრით დანგრეული ქალაქის, კარამანმარასის მახლობლად მდებარე სასაფლაოზე მოსახლეობამ ყვავილები დარგო სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული ნათესავების საფლავებზე. ბავშვების საფლავები სათამაშოებითა და ტკბილეულით მორთეს.

6 თებერვალს სამხრეთ თურქეთისა და ჩრდილოეთ სირიის რეგიონებს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა დაატყდა თავს. საერთო ჯამში ორივე ქვეყანაში დაიღუპა 57 ათასზე მეტი ადამიანი. მარტო თურქეთში ორ მილიონამდე ადამიანი დარჩა უსახლკაროდ.

XS
SM
MD
LG