Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველი, ყაზბეგი, პეკინი - ცნობილია კიდევ 17 ქუჩა, სადაც ტაქსი BUS Lane-ებზე ივლის


A კატეგორიის ტაქსი
A კატეგორიის ტაქსი

ცნობილია იმ 20 ქუჩისა და გამზირის დასახელება, რომლებზეც 1 ივნისიდან A კატეგორიის ტაქსი შეძლებს მოძრაობას. თბილისის მერიის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებულ ჩამონათვალში მოხვდა როგორც გარეუბნები, ისე ცენტრალური ქუჩები.

საავტობუსო ზოლებში მოძრაობას შეძლებენ ის მძღოლები, რომელთა მანქანის ასაკი არ აღემატება 10 წელს.

  1. თამარ მეფის გამზირი;
  2. რუსთაველის გამზირი;
  3. პეკინის გამზირი;
  4. მოსკოვის გამზირი;
  5. გრიგოლ რობაქიძის გამზირი;
  6. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი;
  7. ქეთევან დედოფლის გამზირი;
  8. ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი;
  9. ჯავახეთის ქუჩა;
  10. ვიქტორ კუპრაძის ქუჩა;
  11. სესილია თაყაიშვილის ქუჩა;
  12. ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი;
  13. გრიგოლ ორბელიანის მოედანი;
  14. მერაბ კოსტავას ქუჩა;
  15. ჟიული შარტავას ქუჩა;
  16. ანა კალანდაძის ქუჩა;
  17. მიხეილ თამარაშვილის ქუჩა;
  18. ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფილი სანდრო ეულის) ქუჩა;
  19. მირიან მეფის ქუჩა;
  20. პეტრე იბერის ქუჩა.

გუშინ, 26 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ მერია A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელ მძღოლებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობდა.

„A კატეგორიის ტაქსებს, თუ ავტომანქანის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1 ივნისიდან საავტობუსე ზოლებში მოძრაობის საშუალება ეძლევათ“, - განაცხადა მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე.

A კატეგორიის ტაქსის მოძრაობა საავტობუსო ზოლში დაშვებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ მონაკვეთებში, სადაც ავტობუსი მოძრაობს ავტოსაგზაო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით და არა საწინააღმდეგო მიმართულებით, მაგალითად, როგორც ეს ვაკეში და გლდანის გარკვეულ მონაკვეთებზეა.

თბილისში ტაქსით მომსახურების გასაწევად აუცილებელია შესაბამისი ლიცენზია. A კატეგორიის ტაქსი აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს, მას შეუძლია მგზავრის ნებისმიერ ადგილზე აყვანა, B კატეგორიის ტაქსიზე მანქანის ფერი შეზღუდული არ არის, თუმცა მხოლოდ გამოძახების სერვისით მუშაობა შეუძლია.

XS
SM
MD
LG