Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში 102 წლის ასაკში ყველაზე ასაკოვანი მსჯავრდადებული ნაცისტი გარდაიცვალა


იოზეფ შიუტცი სასამართლოში. 2021 წელი
იოზეფ შიუტცი სასამართლოში. 2021 წელი

გერმანიაში გარდაიცვალა ყველაზე ასაკოვანი მსჯავრდადებული, საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მცველი, 102 წლის იოზეფ შიუტცი.

გასულ წელს მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 3500-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობისთვის. თუმცა შიუტცმა განაჩენი გაასაჩივრა და ციხეში არცერთი დღე არ გაუტარებია.

სასამართლომ დაადგინა, რომ შიუტცი 1942-1945 წლებში იყო ნაცისტური საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მცველი. ბანაკში იმყოფებოდა დაახლოებით 200 000 პოლიტიკური პატიმარი, ებრაელები, გეები და ბოშები. ათიათასობით პატიმარი დაიღუპა. შიუტცს ბრალი დასდეს პატიმრების დახვრეტასა და გაზით მოწამვლაში თანამონაწილეობაში.

თავად შიუტცი ამ ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ იმ დროს ფერმის თანამშრომელი იყო.

გერმანიამ გააძლიერა ნაცისტური დამნაშავეები ძებნა 91 წლის ჯონ (ივან) დემიანუკის საქმის შემდეგ, რომელსაც 2011 წელს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სობიბორისა და ფლოსენბურგის საკონცენტრაციო ბანაკების დაცვაში მუშაობისა და პატიმრების მასობრივ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის. დემიანუკმა სააპელაციო სარჩელი შეიტანა და სანამ მის განხილვას ელოდებოდა, მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG