უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დღევანდელი შეტევა განახორციელეს კასპიის ზღვის და მურმანსკის ოლქის რაიონებიდან, სტრატეგიული ავიაციის 11 თვითმფრინავის, ტუ-95-ის გამოყენებით.
გენერალ ზალუჟნის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 18 ფრთოსანი რაკეტიდან 15 გაანადგურეს.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სარაკეტო დარტყმების შედეგად პავლოგრადის რაიონში დაზიანებულია 40-ზე მეტი სახლი და 6 სასწავლო დაწესებულება. დაიწვა 1 საწარმო. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 25 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.
რუსეთის თავდასხმის გამო, ადგილობრივი დროით 03:00 საათის შემდეგ საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის დედაქალაქ კიევსა და სხვადასხვა ოლქში. განგაში დაახლოებით 07:00 საათისთვის შეწყდა.