Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევერესტზე ასვლისას ამერიკელი მთამსვლელი გარდაიცვალა


ევერესტის მთა
ევერესტის მთა

ამერიკელი მთამსვლელი გარდაიცვალა ჰიმალაებში, ევერესტის მთაზე ასვლისას, იტყობინება ექსპედიციის ორგანიზატორი 2 მაისს.

69 წლის მთამსვლელი ჯონათან შუგარმენი აკლიმატიზაციის ბანაკში იმყოფებოდა 6400 მეტრის სიმაღლეზე. იგი 1 მაისს გარდაიცვალა.

„მან თავი ცუდად იგრძნო და გარდაიცვალა მეორე ბანაკში. ახლა მიმდინარეობს სამუშაო მისი ცხედრის ჩამოსასვენებლად“, - უთხრა AFP-ს Beyul Adventure-ის წარმომადგენელმა პასანგ ტშერინგ შერპამ. „ვცდილობთ გავაგზავნოთ შვეულმფრენი, მაგრამ თოვს და ამინდი არ გვიწყობს ხელს“, - აღნიშნა მან.

შუგარმენმა შარშან მესამე ბანაკს მიაღწია, მაგრამ შემდეგ ასვლა შეწყვიტა. მისი გარდაცვალება წლევანდელ სეზონში ევერესტზე ასვლისას სიკვდილის მეოთხე შემთხვევაა, თუმცა ამერიკელი მთამსვლელი უბედურ შემთხვევას არ მოუკლავს.

საშუალოდ, ყოველწლიურად ხუთი ადამიანი იღუპება ხოლმე ევერესტზე ასვლის მცდელობისას. წელს მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ასვლის ნებართვა მიიღო 466-მა მთამსვლელმა.

XS
SM
MD
LG