Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურო მიესალმება საქართველოს ძალისხმევას საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურო ტვიტერზე განცხადებას ავრცელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურო ტვიტერზე განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურო მიესალმება საქართველოს ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში. ამ შინაარსის ტექსტი გამოქვეყნდა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ბიუროს ტვიტერზე.

"მივესალმებით საქართველოს მიერ გულდასმით განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში, რაც აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება", - წერია ტვიტში.

სანქციების დარღვევასთან დაკავშირებით არაერთხელ გაუჟღერებიათ ბრალდება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. აშშ-ის საელჩო ყოველთვის იმეორებს, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს მხრიდან რუსეთისათვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

XS
SM
MD
LG