Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთის პრეზიდენტი ექსპერტთა შუალედური მთავრობის ფორმირების შესახებ აცხადებს


ზუზანა ჩაპუტოვა, სლოვაკეთის პრეზიდენტი
ზუზანა ჩაპუტოვა, სლოვაკეთის პრეზიდენტი

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ ექსპერტებისგან და სამოქალაქო მოსამსახურეებისგან შემდგარი შუალედური მთავრობის ფორმირების შესახებ გამოაცხადა. მთავრობას უხელმძღვანელებს ლუდოვიტ ოდორი, ამჟამად სლოვაკეთის სახელმწიფო ბანკის, NBS-ის მმართველის მოადგილე.

პრეზიდენტის თქმით, უკვე შერჩეული არიან მინისტრებიც, თუმცა ისინი არ დაინიშნებიან 15 მაისამდე, რადგან მანამდე მას საპარლამენტო პარტიების ინფორმირება სურს. მანამდე მუშაობას გააგრძელებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ედუარდ ჰეგერი, დასძინა ჩაპუტოვამ.

ჰეგერი გადადგა დროებითი მთავრობის ხელმძღვანელის პოსტიდან და ამის მიზეზად დაასახელა აზრთა სხვადასხვაობა პრეზიდენტთან.

ჩაპუტოვას თქმით, ამჟამად ფორმირებული შუალედური მთავრობის წევრები იქნებიან ექსპერტები, რომლებიც არ გეგმავენ კენჭისყრას 30 სექტემბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG