Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფონ დერ ლაიენი: ევროპა ყველაფერს აკეთებს პუტინის სამხედრო მანქანის განადგურებისთვის


ევროპის კომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთობლივ პრესკონფერენციაზე. კიევი, 9 მაისი, 2023.
ევროპის კომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთობლივ პრესკონფერენციაზე. კიევი, 9 მაისი, 2023.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კიევში მყოფმა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მასზე სტუმარმა უკრაინას უწოდა „გული, რომელიც ევროპული ფასეულობებით ძგერს“.

მისი თქმით, უკრაინა დღეს ყველაზე შესაფერისი ადგილია ევროპული ერთიანობისა და მშვიდობის დღის აღსანიშნავად, ისტორიის გაკვეთილების გადახედვისა და უკეთესი მომავლის გზის დასახვისთვის.

მან გაიხსენა, რომ უკრაინა იბრძვის სწორედ იმ იდეალებისთვის, რომლებიც საფუძვლად დაედო ევროპის დღეს, რომელიც კონტინენტზე 9 მაისს აღინიშნება.

„პუტინმა და მისმა რეჟიმმა გაანადგურეს ეს ღირებულებები [თავიანთ ქვეყანაში] და ახლა ცდილობენ მათ განადგურებას უკრაინაში“, - თქვა ურზულა ფონ დერ ლაიენმა და გაიხსენა, რომ უკრაინის რეგიონების ბევრი რუსი ოკუპანტი ციხეების ბოლოდროინდელი პატიმარია.

მაგრამ, მისი თქმით, აგრესორი უკვე დრამატულად დამარცხდა და უკრაინას შეუძლია ევროპის დახმარების იმედი ჰქონდეს იმდენად, რამდენადაც ეს საჭირო იქნება.

ფორ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაანადგუროს პუტინის სამხედრო მანქანა. ამის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, მისი თქმით, არის სანქციები, რომლებიც კიდევ უფრო გამკაცრდება.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელს ჰკითხა, როგორია უკრაინის სვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამისთვის კიევმა უნდა განახორციელოს შვიდი რეფორმა, რომლებიც ევროკავშირმა დააწესა, როგორც ბლოკში ქვეყნის მიღების პირობა.

„შთამბეჭდავია, რომ მიუხედავად სრულმასშტაბიანი ომისა, უკრაინა დაუღალავად და ძალიან ინტენსიურად მუშაობს ამ შვიდი ნაბიჯის განხორციელებაზე. ბევრი რამ უკვე გაკეთდა, მაგრამ მუშაობა გრძელდება“, - განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

XS
SM
MD
LG