Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ჩვენ ყოველდღე ვამტკიცებთ, რომ აგრესორის დამარცხება შეგვიძლია


ევროპის კომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთობლივ პრესკონფერენციაზე. კიევი, 9 მაისი, 2023.
ევროპის კომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთობლივ პრესკონფერენციაზე. კიევი, 9 მაისი, 2023.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ძირითადად ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმატებებზე.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად აჩვენებენ თავიანთ ეფექტიანობასა და გამძლეობას.

„ყოველი წარმატება რუსეთის თავდასხმების მოგერიებაში არის იმის დასტური, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ეს აგრესორი“, - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, მან ევროპელ პარტნიორებს კიევისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

მოკლე გამოსვლის დასასრულს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა ასეთ მნიშვნელოვან დღეს კიევში ვიზიტისთვის და თქვა, რომ ევროპის კონტინენტზე მშვიდობა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება აღდგეს.

„უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთივე ძლიერი, როგორც რუსეთის სურვილი, გაანადგუროს ევროპა. მაშინ ევროპელების ახალი თაობები მომავალში შეძლებენ ევროპის დღის მშვიდობიანად აღნიშვნას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG