Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული წყაროები ვარაუდობენ, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა მომავალი კვირიდან აღდგება


საილუსტრაციო ფოტო: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
საილუსტრაციო ფოტო: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსულმა კომპანიებმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, შესაძლოა, მომავალი კვირიდან დაიწყონ.

"რუსეთიდან საქართველოში ფრენების დაწყება მომავალ კვირას იგეგმება", - წერს "რია" წყაროზე დაყრდნობით, რომელიც საავიაციო სფეროდანაა.

რადიო თავისუფლება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან ელოდება რეისებთან დაკავშირებით პასუხს.

10 მაისიდან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება - 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
XS
SM
MD
LG