Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკავშირეებმა კონტრშეტევისთვის უკრაინას 575 ტანკი და 28 თვითმფრინავი გადასცეს - პოლონეთის წარმომადგენლობა ევროკავშირში


მოკავშირეთაგან უკრაინას ყველაზე მეტი ტანკი პოლონეთმა გადასცა
მოკავშირეთაგან უკრაინას ყველაზე მეტი ტანკი პოლონეთმა გადასცა

მოკავშირეებმა კონტრშეტევისთვის უკრაინას 575 ტანკი და 28 თვითმფრინავი გადასცეს, იტყობინება ტვიტერით ევროკავშირში პოლონეთის წარმომადგენლობის ოფისი.

პოლონეთის მისიის თანახმად, 575 ტანკიდან 325 უკრაინულ მხარეს პოლონეთმა გადასცა. ამავე დროს, ნიდერლანდმა უკრაინას 85 ტანკი გადასცა, გერმანიამ – 80, აშშ-მ – 76.

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემული 28 თვითმფრინავიდან პოლონეთის ანგარიშზე მოდის 14 თვითმფრინავი. საუბარია Mig-29 კლასის გამანადგურებლებზე.

დღესვე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ უკრაინას გადასცეს რამდენიმე შორ რადიუსზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow, რომელთა დიაპაზონი 250 კილომეტრს აღემატება.

კიევი პირველად იღებს ამ დიაპაზონის რაკეტებს. მანამდე, უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის მიუხედავად, დასავლეთის ქვეყნები კიევს აწვდიდნენ იარაღს, რომელსაც 80 კილომეტრამდე მანძილზე შეეძლო სამიზნეებზე იერიშის განხორციელება.

XS
SM
MD
LG