Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა არ გამოჩნდა ბელარუსის სახელმწიფო სიმბოლოების დღესასწაულზე

ლუკაშენკა 9 მაისის დღესასწაულზე
ლუკაშენკა 9 მაისის დღესასწაულზე

ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 9 მაისის შემდეგ საჯარო შეკრებებზე აღარ ჩანს, არც 14 მაისს მონაწილეობდა ბელარუსის სახელმწიფო სიმბოლოების - დროშის, გერბისა და ჰიმნისადმი - მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

მისი სახელით გამოსვლა წაიკითხა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რომან გოლოვჩენკომ.

შაბათს ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას კორტეჟი შენიშნეს დროზდის წყალსაცავის ნაპირას მდებარე „რესპუბლიკური კლინიკური სამედიცინო ცენტრის“ წინ, - ამის შესახებ ცნობა ერთბაშად რამდენიმე საინტერნეტო მედიარესურსმა (@euroradio და @motolkohelp) გაავრცელა. კორტეჟმა სამედიცინო დაწესებულება 2 საათის შემდეგ დატოვა და უკან დაბრუნდა.

მოსკოვში აღლუმის შემდეგ, სადაც ის ცუდად გამოიყურებოდა, ლუკაშენკა საზოგადოებაში მცირე ხნით მხოლოდ იმავე დღეს გამოჩნდა მინსკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან. ამასთან დაკავშირებით მედიაში დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ კანონის თანახმად ვის შეიძლება დაეკისროს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება, ლუკაშენკას ხანგრძლივი ავადმყოფობის და არაქმედუნარიანობის შემთხვევაში.

თავად ოფიციალური მინსკი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე არ რეაგირებს.

XS
SM
MD
LG