Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერგნეთის მცხოვრები ლევან პეტრიაშვილი დააკავეს


ფოტო არქივიდან: ერგნეთის მიმდებარე ტერიტორია
ფოტო არქივიდან: ერგნეთის მიმდებარე ტერიტორია

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლევან პეტრიაშვილი. ის დაკავებისას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. შემთხვევასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აამოქმედა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას, - ნათქვამია სუსის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG